top of page
Slide21+.jpg
20211116_143946_1.jpg

აქტივობები

ევროკავშირის პროექტის DITECH-ის  მონაწილე ქართული უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის ჩართულობა კაუნასის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გამართულ 27-ე საერთაშორისო კონფერენციაზე საინფორმაციო და პროგრამული ტექნოლოგიების შესახებ (ICIST 2022)

20-10-2022

2022 წლის 14 - 15 ოქტომბერს  ევროკავშირის Erasmus +ის პროექტის DITECH-ის (Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs/ ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უნივერსიტეტებში) ფარგლებში პროექტის მონაწილე ქართული უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებისათვის გამართული მეორე ტრენერთა ტრენინგის მიმდინარეობისას ევროკავშირის პროექტის DITECH-ის  მონაწილე ქართული უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი ჩაერთო კაუნასის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გამართულ 27-ე საერთაშორისო კონფერენციაზე საინფორმაციო და პროგრამული ტექნოლოგიების შესახებ (ICIST 2022). 

აღნიშნულ კონფერენციაზე ეროვნულმა კოორდინატორმა, პროფესორმა იზაბელა პეტრიაშვილმა წარადგინა პროექტის დისემინაციის აქტივობები და სამომავლო გეგმები მრგვალი მაგიდის ფორმატში. პროექტის DITECH-ის  მონაწილე ქართული უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალს კი საშუალება მიეცა, ესაუბრათ პროექტის ფარგლებში ინსტიტუციურ დონეზე მიმდინარე აქტივობების შესახებ.

Ditech-Erasmus-20221014-15
Ditech-Erasmus-20221014-15

ევროკავშირის პროექტის DITECH-ის  მონაწილე ქართული უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ტრენინგი

20-10-2022

2022 წლის 10-15 ოქტომბერს  ევროკავშირის Erasmus + ის პროექტის DITECH-ის (Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs/ ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში) ფარგლებში  ლიეტუვის ქალაქ კაუნასში, კაუნასის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, გაიმართა DITECH-ის კონსორციუმის ფარგლებში დაგეგმილი  ტრენერთა მეორე ტრენინგი, რომელშიც მონეილეობდნენ  პროექტის წევრი ქართული უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები. კონსორციუმის წევრთა  ერთი ნაწილი ტრენინგებში ჩართული იყო ონლაინ.  

ტრენერთა ტრენინგი მაღალ აკადემიურ დონეზე ჩაატარა კაუნასის ტექნოლოგიურმა  უნივერსიტეტმა, რომლის აკადემიური პერსონალი უძღვებოდა   პრაქტიკულ სემინარებს,  სამუშაო შეხვედრებსა და ვორქშოპებს. საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენლები ტრენინგის მიმდინარეობისას    გაეცნენ ტექნოლოგიებით სწავლების ინოვაციურ სტრატეგიებს,  სტუდენტებისთვის ეფექტური ციფრული სასწავლო გარემოს შექმნისა და უზრუნველყოფის გზებს.

Ditech-Erasmus-20221010-15
Ditech-Erasmus-20221010-15

ონლაინ ვორკშოფი   DITECH-ის  მონაწილე აკადემიური პერსონალისთვის

05-06-2022

2022 წლის 5-6 ივლისს ევროკავშირის Erasmus +ის საგანმანათლებლო პროექტის DITECH-ის (Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs/ ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უნივერსიტეტებში) ფარგლებში კორკის (ირლანდია) და ტალინის (ესტონეთი) უნივერსიტეტების მიერ სპეციალურად DITECH-ის  პროექტში ჩართული  აკადემიური პერსონალისა და მასწავლებლის  პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებისთვის  ჩატარდა ონლაინ ვორკშოპი.

Ditech-Erasmus-20220705-06

ევროკავშირის პროექტის DITECH-ის  მონაწილე ქართული უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ტრენინგი 

28-05-2022

2022 წლის 22 - 28 მაისს  ევროკავშირის Erasmus +ის პროექტის DITECH-ის (Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs/ ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უნივერსიტეტებში) ფარგლებში გაიმართა პირველი ტრენერთა ტრენინგი პროექტის მონაწილე ქართული უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებისათვის.  

Ditech-Erasmus-20220522-28

DITECH-ის კოორდინატორთა მორიგი შეხვედრა გარე შემფასებელთან 

10-01-2022

2022 წლის 10 იანვარს  ევროკავშირის პროექტის DITECH-ის საქართველოსა და ევროკავშირის უნივერსიტეტების კოორდინატორებისა და გარე შემფასებლის ბარბარა როზენშტეინის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც განხილული იქნა გარე შემფასებლის მიერ მოწოდებული პროგრესის ანგარიში. შეხვედრაზე გარე შემფასებელმა ბარბარა როზენშტეინმა გააანალიზა ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სტრატეგია და გეგმა, ხარისხის მართვის სტრატეგია და გეგმა და რისკების მართვის სტრატეგია და გეგმა.

Ditech-Erasmus-20220110

წარმოგიდგენთ პროექტის ფარგლებში შერჩეულ გარე შემფასებელს

22-11-2021

დოქტორი ბარბარა როზენშტეინი 35 წელია მუშაობს პროგრამების შეფასებაზე. მას შეფასებული აქვს პროექტები, რომლებიც მოიცავდა მულტიკულტურულ და მარგინალიზებულ ჯგუფებს და ასევე პროექტები, რომლებიც ხელს უწყობენ სოციალურ სამართლიანობას განათლებისა და სოციალური კეთილდღეობის სფეროში. იგი მუშაობდა ევროკავშირის რამდენიმე პროექტის გარე შემფასებლად: DEMO, ProTeach, და ProMentor.

Erasmus+ DITECH-ის პროექტის მესამე ეროვნული შეხვედრა თელავში  

16-11-2021

 

2021 წლის 15-16 ნოემბერს თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ევროკავშირის Erasmus+ პროექტის  DITECH მესამე ეროვნული შეხვედრა.   შეხვედრის მუშაობაში მონაწილეობდნენ პროექტში ჩართული საქართველოს უნივერსიტეტები  და  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 

Ditech-Erasmus-20211115-16

ევროკავშირის პროექტ DITECH-ის მეორე ეროვნული შეხვედრა

29-07-2021

 

ევროკავშირის Erasmus +ის პროექტ DITECH-ის (Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs/ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უნივერსიტეტებში) ფარგლებში განვითარების მიმართულებით ჩატარდა  მეორე ეროვნული (2021 წლის 27- 29 ივლისი) შეხვედრა. 

Ditech-Erasmus-20210727-29

Erasmus+ის პროექტის DITECH-ის კონსორციუმის მეორე შეხვედრა

02-07-2021

 

30 ივნისს - 2 ივლისს, Zoom-ის პლატფორმაზე ონლაინ რეჟიმში გაიმართა ევროკავშირის Erasmus+ პროექტის DITECH-ის (საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლებისა და სწავლების განვითარება და დანერგვა) მეორე საერთაშორისო შეხვედრა.

შეხვედრაში მონაწილეობდენ საქართველოს და ევროპის ქვეყნების უნივერსიტეტები.

Ditech-Erasmus-20210630-0702

ევროკავშირის პროექტის 𝐃𝐈𝐓𝐄𝐂𝐇-ის კონსორციუმის 𝐈 საერთაშორისო სასტარტო  შეხვედრა

27-02-2021

 

25 - 27 თებერვალს ევროკავშირის Erasmus +ის პროექტის DITECH-ის (DITECH = Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs// ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უნივერსიტეტებში) პირველი საერთაშორისო სასტარტო შეხვედრა ონლაინ რეჟიმში, Zoom-ის პლატფორმაზე გაიმართა.

Ditech-Erasmus-20210225-27

DITECH, პირველი ეროვნული შეხვედრა 

11-02-2021

2021 წლის 10 და 11 თებერვალს ონლაინ რეჟიმში, Zoom-ის პლატფორმაზე, ჩატარდა Erasmus+ პროგრამის გამარჯვებული პროექტის „ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უნივერსიტეტებში / Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs – DITECH“, პირველი ეროვნული სამუშაო შეხვედრა.

Ditech-Erasmus-20210210-11
bottom of page