top of page

კოორდინატორი, პარტნიორი 1:
ტალინის უნივერსიტეტი (ესტონეთი)

DITECH

შესახებ

ტალინის უნივერსიტეტი ესტონეთის სიდიდით მესამე უნივერსიტეტია. ის რამდენიმე უნივერსიტეტის გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა ტალინში და შედგება 6 სკოლისგან. ტალინის უნივერსიტეტში სულ 7,100-მდე სტუდენტი სწავლობს (აქედან 11% საერთაშორისო), უნივერსიტეტში ჯამში 800 ადამიანია დასაქმებული, აქედან 400 მკვლევარი და ლექტორი (9% საერთაშორისო) და ესტონეთის ყველაზე მზარდი უნივერსიტეტია. უნივერსიტეტში განსაკუთრებულად ძლიერია ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებები და მზარდი განვითარებით ხასიათდება ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. ამასთანავე, უნივერსიტეტს აქვს მნიშვნელოვანი ტრადიცია მასწავლებელთა მომზადებისა და საგანმანათლებლო კვლევების მიმართულებით. ტალინის უნივერსიტეტს დიდი გამოცდილება გააჩნია საგანმანათლებლო ინოვაციების კუთხით და 1994 წლიდან არის ლიდერი ესტონეთში ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლების განვითარებისა და კვლევების  მიმართულებით.

უნივერსიტეტი საკუთარ სერვისს სთავაზობს ესტონეთის ყველა რეგიონს, ითვალისწინებს რა ტალინისა და ჩრდილო ესტონეთის თავისებურებებს, საზოგადოების საჭიროებებს და ეკონომიკურ სტრუქტურებს, რაც კონცენტრირებულია დედაქალაქში. უნივერსიტეტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი არის ფართო მასშტაბიანი ინტერნაციონალიზაცია- აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი პროგრამებით და უფრო მოკლე ვადიანი პროგრამებითა და კურსებით, რომელსაც უნივერსიტეტი ინგლისურ ენაზე სთავაზობს მომხმარებელს, უნივერსიტეტი უკვე ითვლება ბალტიის პირეთის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მეტად საერთაშორისო უნივერსიტეტად. ტალინის უნივერსიტეტი არის წევრი  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 4 საერთაშორისო ქსელის და მის მკვლევარებსა და ლექტორებს აქტიური წვლილი შეაქვთ ამ პროფესიული გაერთიანებების საქმიანობაში.

უნივერსიტეტის ხედვა ითვალისწინებს  წამყვანი როლის შესრულებას ესტონეთის ინტელექტუალური ცხოვრების განვითარებაში, და ამგვარად ესტონეთის მდგრადობისა და ადამიანების თვით გამოხატვის ხელშეწყობას.

 

უნივერსიტეტის მისიაა ხელი შეუწყოს ესტონეთის მდგრად განვითარებას მაღალი ხარისხის კვლევებისა და განათლების შეთავაზებით, ინტელექტუალური ზრდითა და განვითარებით, საჯარო დისკუსიებით და აკადემიური პარტნიორობით. აქტივობების დაგეგმვისას უნივერსიტეტი ითვალისწინებს შემდეგ ძირითად ღირებულებებს: ღიაობა, ხარისხი, პროფესიონალიზმი და ერთობა. როგორც ინტელექტუალური ცხოვრების სტილის წამხალისებელი, ტალინის უნივერიტეტისთვის ღირებულია  საკუთარი წევრების თავისუფალ დრო: უნივერსიტეტი დასაქმებულებს, ლექტორებს და ყოფილ კურსდამთავრებულებს სთვაზობს ლიტერატურულ ჯილდოებს; უნივერსიტეტის ორკესტრი დასახელდა ესტონეთის წლის ორკესტრად, მუნივერსიტეტში ირიცხება რამდენიმე საერთაშორისოდ აღიარებული გუნდი და სამხატვრო ჯგუფი, ასევე ესტონეთის ჩემპიონატის მონაწილე სპორტული გუნდები. ტალინის უნივერსიტეტი შეფასებულია 801-1000 როგორც  QS World University Rankings, ასევე Times Higher Education World University Rankingsშეფასებებით, რაც ნიშნავს, რომ უნივერსიტეტი მსოფლიოს ყველაზე რეიტინგული უნივერსიტეტების 5%-შია.

Anchor 1
bottom of page