სიახლეები
DITECH-ის პროექტის მეხუთე ნაციონალური შეხვედრა
15-12-2023
2023 წლის 15 დეკემბერს Erasmus + ის პროექტის DITECH-ის მეხუთე ნაციონალური შეხვედრა გაიმართა, რომელიც პროექტის ნაციონალურმა კოორდინატორმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა იზაბელა პეტრიაშვილმა გახსნა. მან კონფერენციის მონაწილეებს გააცნო შეხვედრის დღის წესრიგი და შეახსენა პროექტის ფარგლებში დასასრულებელ აქტივობათა ნუსხა.
შეხვედრაზე პროექტის მონაწილე ყველა უნივერსიტეტის მენეჯერი გამოვიდა, რომლებმაც ყურადღება დაუთმეს პროექტის შედეგების, სარგებლიანობის, მდგრადობისა და სამომავლო განვითარების განხილვას. თითოეულმა გამომსვლელმა დეტალურად შეჯამდა სამუშაო პაკეტების (WP-ის) ყველა აქტივობა უნივერსიტეტებში. დაზუსტდა პროექტის მუშაობის შემაჯამებელი საბოლოო ანგარიშის, პროექტის ფინალური ნიუსლეთერისა და დისემინაციისთვის აუცილებელი საკითხების განხილვა.
DITECH-ის საბაკალავრო და სამაგისტრო სასწავლო კურსების საკითხავი მასალის რედაქტირების პროცესი
28-11-2023
DITECH-ის საბაკალავრო და სამაგისტრო სასწავლო კურსები შეიქმნა ტალინის, კაუნასისა და კორკის უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის მხარდაჭერითა და რეკომენდაციებით. ორივე სასწავლო კურსის საკითხავი მასალების (რიდერების) შექმნის პროცესში ჩართული იყო პროექტის მონაწილე ყველა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, რომლებიც მუშაობდნენ წინასწარ გაწერილი გეგმისა და თემატიკის მიხედვით.
2023 წლის 28 ნოემბერს შედგა სამაგისტრო კურსის საკითხავი მასალის სარედაქციო ჯგუფის მორიგი შეხვედრა ზუმის პლატფორმაზე. ჯგუფის წევრებმა განიხილეს სამაგისტრო კურსის რიდერი და შეიტანეს საბოლოო ცვლილებები მასში.
FINAL NEWSLETTER
DITECH-ის კონსორციუმის მეხუთე ფინალური შეხვედრა ტალინის უნივერსიტეტში
10-11-2023
2023 წლის 26-27 ოქტომბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში DITECH - ის კონსორციუმის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა გახსნეს პროექტის მენეჯერმა, ტალინის უნივერსიტეტის პროფესორმა სირიე ვირკუსმა და პროექტის ეროვნულმა მენეჯერმა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა იზაბელა პეტრიაშვილმა. DITECH -ის კონსორციუმის წევრებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. მერაბ ხალვაში და ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ლელა თურმანიძე.
ორი დღის მანძილზე კონსორციუმის წევრებმა განიხილეს ხარისხის გარე შეფასებისა და შუალედური ანგარიშის შედეგები, გამოწვევები და მათი პრევენციის გზები (სირიე ვირკუსი) ხარისხის შიდა კონტროლისა და ხარისხის შიდა შეფასების მეთოდები, საქართველოს უნივერსიტეტებში, შეჯამდა სილაბუსებისა და პილოტირების ურთიერთშეფასების შედეგები (თამარ ასლანიშვილი, თამთა დემეტრაძე), რომელსაც თან ახლდა პანელური დისკუსია.
DITECH-ის საბაკალავრო და სამაგისტრო სასწავლო კურსების საკითხავი მასალის რედაქტირების პროცესი
03-11-2023
DITECH-ის საბაკალავრო და სამაგისტრო სასწავლო კურსები შეიქმნა ტალინის, კაუნასისა და კორკის უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის მხარდაჭერითა და რეკომენდაციებით. ორივე სასწავლო კურსის საკითხავი მასალების (რიდერების) შექმნის პროცესში ჩართული იყო პროექტის მონაწილე ყველა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, რომლებიც მუშაობდნენ წინასწარ გაწერილი გეგმისა და თემატიკის მიხედვით.
შეიქმნა საკითხავი მასალის საბოლოო სარედაქციო ჯგუფები, როგორც სამაგისტრო, ასევე საბაკალავრო დონეზე. სარედაქციო ჯგუფები აგვისტოდან ოქტომბრის თვის ჩათვლით რეგულარულად ხვდებოდნენ Zoom-ის პლატფორმაზე და მუშაობდნენ აკადემიური პერსონალის მიერ შექმნილი მასალის რედაქტირებაზე.
DITECH_ის დისემინაციის დღე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
02-11-2023
ევროკავშირის პროგრამის Erasmus+ - ის პროექტი DITECH ხელს უწყობს, როგორც საგანმანათლებლო პროგრამების კურიკულუმის რეფორმირებას, ასევე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის განვითარებას საქართველოს უნივერსიტეტებსა და სკოლებში. 2023 წლის 2 ნოემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში DITECH-ის დისემინაციის დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო ანალიტიკური კონფერენცია ჩატარდა, რომელზეც პროექტის წევრებმა დამსწრე საზოგადოება პროექტის სამწლიანი მუშაობის მიღწევები და შედეგები გააცნეს.
კონფერენციას მიესალმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, რომელმაც ისაუბრა საგანმანათლებლო პროექტების მნიშვნელობაზე, როგორც აკადემიური პერსონალის განვითარების ხელშემწყობ მექანიზმზე. დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და საქართველოს უნივერსიტეტებში პროექტის ძირითად მიღწევებზე ისაუბრა DITECH- ის პროექტის ეროვნულმა კოორდინატორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა იზაბელა პეტრიაშვილმა.
DITECH -ის კონსორციუმის შეხვედრა ბათუმში
27-09-2023
2023 წლის 26-27 ოქტომბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში DITECH - ის კონსორციუმის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა გახსნეს პროექტის მენეჯერმა, ტალინის უნივერსიტეტის პროფესორმა სირიე ვირკუსმა და პროექტის ეროვნულმა მენეჯერმა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა იზაბელა პეტრიაშვილმა. DITECH -ის კონსორციუმის წევრებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. მერაბ ხალვაში და ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ლელა თურმანიძე.
ორი დღის მანძილზე კონსორციუმის წევრებმა განიხილეს ხარისხის გარე შეფასებისა და შუალედური ანგარიშის შედეგები, გამოწვევები და მათი პრევენციის გზები (სირიე ვირკუსი) ხარისხის შიდა კონტროლისა და ხარისხის შიდა შეფასების მეთოდები, საქართველოს უნივერსიტეტებში, შეჯამდა სილაბუსებისა და პილოტირების ურთიერთშეფასების შედეგები (თამარ ასლანიშვილი, თამთა დემეტრაძე), რომელსაც თან ახლდა პანელური დისკუსია.
საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების დისემინაციისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსტეტში
2023 წლის 25 სეტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობდა ევროკავშირის Erasmus + პროექტის DITECH - ის საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკულ კონფერენციას „ციფრული ტექნოლოგიები განათლებაში“. DITECH - ის საერთაშორისო კონფერენცია ეხებოდა ციფრული ტექნოლოგიების სწავლების, დანერგვისა და მდგრადი განვითარების პერსპექტივებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში. კონფერენციის მუშაობაში ჩართული იყო ევროპისა და საქართველოს უნივერსიტეტები: ტალინის უნივერსიტეტი (ესტონეთი), კაუნასის უნივერსიტეტი (ლიტვა), კორკის უნივერსიტეტის კოლეჯი (ირლანდია), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
📢 DITECH-ის ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია
🗓️ თარიღი: 2023 წლის 25-27 სექტემბერი
📍 ჩატარების ადგილი: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 32-ე აუდიტორია
2023 წლის 25-27 სეტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 32-ე აუდიტორიაში გაიმართება ევროკავშირის „ერაზმუს+“-ის პროექტის DITECH-ის საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენცია „ციფრული ტექნოლოგიები განათლებაში“ და DITECH-ის კონსორციუმის შეხვედრა. კონფერენცია სამეცნიერო-პრაქტიკული ხასიათისაა და ეხება ციფრული ტექნოლოგიების სწავლების, დანერგვისა და მდგრადი განვითარების პერსპექტივებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში.
კონფერენციაზე განხილული თემები საგანმანათლებლო სისტემისთვის აქტუალურია და ქართველი და ევროპელი კოლეგების აკადემიური დისკუსია ხელს შეუწყობს საქართველოს და ევროპის უნივერსიტეტების გამოცდილების გაზიარებას ციფრული ტექნოლოგიების სწავლებისა და სასწავლო პროცესში ეფექტურად გამოყენების საკითხებში.
ვორქშოფი ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში
13-09-2023
2023 წლის 11-13 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვილნიუსის უნივერსიტეტის (ლიეტუვა) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში. კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა რამდენიმე ვორქშოპი, მათ შორის DITECH-ის წევრებმა იზაბელა პეტრიაშვილმა, შოთა ბარბქაძემ და ანა კობახიძემ კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარებს DITECH -ის პროექტის იდეები და ჩაატარეს ვორქშოფი თემაზე: „ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესში: ერასმუს+ პროექტის DITECH გამოცდილება“.
DITECH-ის ბათუმის საერთაშორისო კონფერენციისა და კონსორციუმის საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრა
07-09-2023
2023 წლის 7 სექტემბერს, Zoom-ის პლატფორმაზე DITECH-ის ბათუმის საერთაშორისო კონფერენციისა და კონსორციუმის მოსამზადებელი საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. სამუშაო გუნდი შეიკრიბა საერთაშორისო კონფერენციისა და კონსორციუმის მეოთხე შეხვედრის საორგანიზაციო საკითხების დასაზუსტებლად. შეხვედრის მსვლელობისას კონსორციუმში შემავალი ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ისაუბრეს კონფერენციის და კონსორციუმის შეხვედრის დღის წესრიგზე, ორივე ღონისძიების მნიშვნელობასა და როლზე პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. დეტალურად გაიწერა ბათუმის კონფერენციისა და კონსორციუმის შეხვედრის პროგრამების, ბანერის, მომხსენებელთა სერტიფიკატების დიზაინისა და შინაარსის, მონაწილეთა ჩამოსვლის, დაბინავების, რეგისტრაციისა და სხვა საკითხები.
ციფრული პლატფორმებისა და ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესში
(მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრის (TPDC) ტრენინგები სკოლის მასწავლებლებისთვის)
30-07-2023
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრმა 2023 წლის 30 აპრილიდან 30 ივლისის ჩათვლით, ევროკავშირის პროგრამის Erasmus+ პროექტის DITECH-ის ცოდნის დისემინაციის მიზნით, სპეციალურად სკოლის მასწავლებლებისთვის თიმსის პლატფორმაზე ჩაატარა ტრენინგები „ციფრული პლატფორმებისა და ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესში“. ტრენინგებში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების სამივე საფეხურის (დაწყებითი, საბაზო და საშუალო) მასწავლებლები მონაწილეობდნენ. TPDC -ის ინიციატივით, შედგა 60 ჯგუფი, თითოეულ ჯგუფში დაახლოებით 35 მასწავლებელი მონაწილეობდა. სამი თვის მანძილზე ციფრულ პლატფორმებსა და ონლაინ ინსტრუმენტებს 2,699 მასწავლებელი გაეცნო და დაეუფლა.
ეს ციფრები DITECH-ის პროექტის დიდ წარმატებაზე მიუთითებს!