პროექტის შესახებ
EU Erasmus+ ის პროექტის DITECH-ის (Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs).
პროექტის ძირითადი მიზანია უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოს უნივერსიტეტებში ტექნოლოგიით გაძლიერებული სწავლება-სწავლის განვი¬თა¬რებისა და დანერგვის გზით.
პროექტის ძირითადი სამიზნე ჯგუფებია სტუდენტები, აკადემიურიპერსონალიდამომავალი/მოქმედიმასწავლებლები. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მორგებულია სამიზნე ჯგუფების საჭიროებებს და ემსახურება პროექტის საბოლოო მიზნის ნიღწევას.
პროექტი დაფინანსებულია Erasmus+ ფარგლებში.
პროექტის ნომერი: 618766-EPP-1-2020-1-EE-EPPKA2-CBHE-JP
პროექტის დაწყების თარიღია- 15.01.2021, პროექტის დასრულების კი - 14.01.2024.
პროექტის ზოგადი მიზნებია:
-
საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალის გაძლიერება კურიკულემის რეფორმისა და კურსების შექმნის პროცესში ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით;
-
ახალი და ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვისა და ტრენინგების შეთავაზების გზით საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალის კომპეტენციებისა და უნარების განვითარება;
-
კურსების ჩატარების მეთოდოლოგიის დივერსიფიკაცია ონლაინ და შერეული სწავლებისა და სწავლის შეთავაზების გზით;
პროექტის კონკრეტული მიზნები:
-
ახალი ონლაინ/შერეული კურსების შექმნა და პილოტირება საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისთვის საუკეთესო ევროპულ გამოცდილებაზე დაფუძნებით;
-
პროფესიული განვითარების სატრენინგო კურსების შექმნა და ჩატარება პირისპირ და ონლაინ ფორმატში საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების პერსონალისა და ონლაინ ინსტრუქტორებისთვის;
-
ერთიანი ონლაინ სწავლების პლატფორმის შექმნა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის;
-
ონლაინ პლატფორმის საშუალებით საუკეთესო პრაქტიკის დისემინაცია ინსტიტუციურ და ეროვნულ დონეზე მასწავლებლების ტრენინგებისა და ეროვნული კონფერენციების ჩატარების გზით.