top of page

პარტნიორი 2:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 

შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) წარმოადგენს საქართველოში პირველ სახელმწიფო უნივერსიტეტს და სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. თსუ-ს სახელს უკავშირდება ქვეყანაში ფორმალური განათლების ჩამოყალიბება, ადგილობრივი ინტელექტუალური სამუშაო ძალის შექმნა და ზოგადსაკაცობრიო და დემოკრატიული ღირებულებების განვითარება. თსუ, ევროპული სტილის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, დაარსდა 1918 წლის 8 თებერვალს. მის 12 დამაარსებელთაგან უმეტესობას უმაღლესი განათლება მიღებული ჰქონდა ევროპულ სახელმწიფოებში და შეძენილი ცოდნა, გამოცდილება და კონტაქტები გამოყენებულ იქნა თსუ-ს დასავლურ ღირებულებებზე ასაგებად. ერთსაუკუნოვანი ისტორიის გარდა, თსუ ემყარება ქვეყანაში მანამდე არსებული სქოლასტიკურ-საგანმანათლებლო ცენტრებისგან მემკვიდრეობით მიღებულ ტრადიციებსაც. დღესდღეობით თსუ აერთიანებს 7 ფაკულტეტს 230-ზე მეტი აკრედიტირებული საგანმანათლებლო პროგრამით

  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი,

  • იურიდიული ფაკულტეტი,

  • ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი

  • სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი,

  • ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი,

  • ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი,

  • მედიცინის ფაკულტეტი,

თითოეული სტუდენტისთვის უნივერსიტეტი აუცილებლად მიიჩნევს:

  • ძირითადი დარგის სიღრმისეულ ცოდნას: ზუსტ, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ცოდნა.

  • კრიტიკული აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარებს: გლობალური ხედვის ჩამოყალიბება აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ინტელექტუალური და სოციალური გაცვლის პროფესიული და სასწავლო პროგრამების გამოყენებით - ეთიკური ნორმების მცოდნე, პასუხისმგებელიანი მოქალაქის მომზადება.

თსუ მიჰყვება განათლებისა და ხარისხის უზრუნველყოფის თანამედროვე ევროპულ სისტემას: უნივერსიტეტი 2005 წლიდან ბოლონიის პროცესის ნაწილი და EUA-ს პრინციპების მოზიარეა, რაც ასევე გულისხმობს ხარისხის უზრუნველყოფასა და ექსპერტთა შეფასებებს. სასწავლო პროგრამების ხარისხს უზრუნველყოფს შეფასების პროცესები, მათ შორის, შიდა და გარე ხარისხის შეფასება, საერთაშორისო მონაწილეობა და თანამშრომლობა. ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციამ  (EUA) 2006 წელს თსუ გამორჩეულ რეფორმატორ უნივერსიტეტად დაასახელა.

თსუ არის მრავალი პრესტიჟული საერთაშორისო ქსელის აქტიურ წევრი, მათ შორის, ევროპის უნივერისტეტთა ასოციაციის (EUA), შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელის (BSUN), Compostela Group of Universities-სა და Agence Universitaire de la Francophonie (AUF). თსუ-ს მჭიდრო სამეცნიერო და საგანმანათლებლო კონტაქტი აქვს მსოფლიოს ასობით უნივერსიტეტთან და კვლევით ცენტრთან.

Anchor 2
bottom of page