top of page

პარტნიორი 3:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

DITECH

შესახებ

ISU ინსტიტუციური პროფილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაფუძნდა 2006 წელს განსხვავებული და ხანგრძლივი ისტორიის მქონე 6 ინსტიტუტის გაერთიანების შედეგად. ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენს სტუდენტთა და პროფესორთა კავშირს - მრავალფუნქციურ საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებას, რომელშიც სტუდენტების, პროფესორების, მასწავლებლებისა და მკვლევრების თანამშრომლობით იქმნება აკადემიური და პროფესიული განათლებისა და კვლევის ერთიანი სივრცე.

ერთიანი სივრცე ემყარება სამ პრინციპს:

  • აკადემიურ თავისუფლებას;

  • სინდისის თავისუფლებას;

  • არჩევანის თავისუფლებას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წლების მანძილზე წამყვან პოზიციებს ინარჩუნებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო რეიტინგებში.
დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სასწავლო დაწესებულებაა. მეორე მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კვლევით საქმიანობას. ილიაუნის წლიური ბიუჯეტის 14% მიმართულია კვლევით საქმიანობაზე. უნივერსიტეტის მკვლევარები აღიარებულნი არიან საერთაშორისო დონეზე. მათი ნაშრომები ქვეყნდება მაღალი ინდექსის მქონე საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში. სწორედ ეს განაპირობებს ილიაუნის ლიდერულ პოზიციებს საერთაშორისო რეიტინგებში.

 

მისია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიას წარმოადგენს ცოდნის შექმნა, გადაცემა და გამოყენება მეცნიერების წინსვლის და საზოგადოებრივი განვითარებისთვის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

 

ხედვა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2024 წელს იქნება საქართველოსა და რეგიონში წამყვანი და სწრაფად მზარდი კვლევითი უნივერსიტეტი, რომელიც ინოვაციური მიდგომებით ქმნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების, მაღალი ხარისხის სასწავლო- საგანმანათლებლო პროცესებისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის საფუძვლებს. 

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ოთხი ფაკულტეტი:

  1. მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი, რომელიც სთავაზობს სტუდენტებს ინტერდისციპლინურ განათლებას სწავლების სამვე საფეხურზე, რომელთა კურიკულუმები ეფიძნება ლიბერალური განათლების პრინციპებსა და აკადემიურ თავისუფლებას.

  2. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტი არის ახალი, მაგრამ სწრაფად მზარდი.

  3. ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტი გთავაზობთ ინტერდისციპლინურ და მულტიდისციპლინურ მიდგომას ტექნოლოგიების, ბიზნესისა და განათლების სფეროებში, რაც აძლიერებს სინერგიას და მჭიდრო კავშირებს სწავლებისა და სწავლის პროცესში ინტეგრირებულ დისციპლინებს შორის. ფაკულტეტი განთავსდება სრულიად ახალ თანამედროვე კამპუსის შენობაში, რომელიც აღჭურვილია სტუდენტებისთვის განკუთვნილი სასწავლო სივრცეებით, ლაბორატორიებით, ბიბლიოთეკითა და უახლესი ტექნოლოგიებით

  4. სამართლის სკოლა  ჩამოყალიბდა საქართველოში იურიდიული განათლების ერთ-ერთ წარმატებულ ცენტრად.

Anchor 3
bottom of page