top of page

პარტნიორი 4:
სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DITECH

შესახებ

სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთადერთი აკრედიტებული უნივერსიტეტია რეგიონში, რომელიც მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, თურქეთის და სომხეთის საზღვრებს შორის. რეგიონი მულტიეთნიკური და მულტიკულტურულია, მოსახლეობის 40% ეთნიკურად არაქართველია, რომელიც თავის მხრივ გავლენას ახდენს საუნივერსიტეტო გარემოს მრავალფეროვნებაზე.

უნივერსიტეტი დაარსდა 1990 წელს, იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში; უნივერსიტეტი შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივ ახალგაზრდობას მიიღონ უმაღლეს განათლება თავიანთ რეგიონში;  შეაჩეროს მიგრაციული პროცესები რეგიონიდან და სწავლის და დასაქმების შესაძლებლობები მისცეს არაქართველ ახალგაზრდობას.

 

უნივერსიტეტში სწავლა მიმდინარეობს ოთხი ფაკულტეტის სხვადასხვა პროგრამებსა და საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა):განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ  მეცნიერებათა; სამართლის; ბიზნესის ადმინისტრირების და ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტებზე. უნივერსიტეტში 1408 სტუდენტია, 64 აკადემიური პერსონალი,  82-მოწვეული პროფესორ-მასწავლებელი და 104 ადმინისტრაციული თანამშრომელი. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ორ სხვადასხვა ლოკაციაზე, ახალციხესა და ახალქალაქის სამ კამპუსში.

სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი მხარს უჭერს უნივერსიტეტში ევროპული განათლებისა და კვალიფიკაციის ინიციატივებსა და საქმიანობას, აქტიურად არის ჩათული ბოლონიის პროცესში და მიყვება ბოლონიის ქარტიის პრინციპებს.

უნივერსიტეტის მისიაა: ადამიანური და ეროვნული ღირებულებების პოპულარიზაციის გზით კვალიფიციური სპეციალისტების აღზრდა; მეცნიერული ფუნდამენტური საკითხების გამოკვლევით, სწავლებისა და კვლევის თანამედროვე მეთოდების დანერგვით, ხარისხის უზრუნველყოფის ეფექტიანი და მუდმივ განახლებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებით საქართველოს მუდმივად ცვალებადი შრომის ბაზრისთვის კონკურენტული სპეციალისტების მომზადება.

 

უნივერსიტეტში შექმნილია მასწავლებელთა მომზადების და გადამზადების ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონის ქართული და არაქართული სკოლების მასწავლებლებს სხვადასხვა მიმართულებით მომზადება-გადამზადებას;

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელების გამოცდილება, როგორც პარტნიორი უნივერსიტეტი მონაწილეობდა TEMPUS-ის ოთხ და ERASMUS+ ექვს ინსტიტუციური განვითარების პროექტში, ამჟამად ახორციელებს ორ ინსტიტუციური განვითარების პროექტს, მ.შ. DITECH-Erasmus+.

Anchor 4
bottom of page