top of page

პარტნიორი 7:
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

Batumi Shota Rustaveli State University.png

შესახებ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი ცენტრია, რომელსაც საუკუნოვანი ისტორია აქვს. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მრავალფუნქციური საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებაა, სადაც სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და მკვლევრების თანამშრომლობით იქმნება აკადემიური და პროფესიული განათლებისა და კვლევის ერთიანი სივრცე. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აერთიანებს 7 ფაკულტეტს: ეკონომიკისა და ბიზნესის,  ზუსტ მეცნიერებათა და განათლების, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა,  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის,  ტექნოლოგიურ, ტურიზმისა და  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტებს. დღეისათვის, უნივერსიტეტში უმაღლესი პროფესიული, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე 6000-მდე სტუდენტი სწავლობს.

უნივერსიტეტს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აქვს ქვეყნისა და უცხოეთის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. მეცნიერების სხვადასხვა დარგში გამართული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებისა და სიმპოზიუმებისათვის ბსუ ითვლება სასურველ მასპინძლად, გარდა ამისა, უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი აქტიურად მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებულ სამეცნიერო კონფერენციებსა და გაცვლით პროგრამებში.

 

მისია

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქარ­თ­ვ­ე­­­­­ლ­ოს ერთ-ერთი ლიდერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლის მისიაა მოამზადოს მაღალკვალიფი­ცი­უ­­­­რი, კო­­ნ­­კურენტუნარიანი სპეციალისტი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირ­ე­ბ­უ­­­ლ­ე­ბების მა­ტ­არებელი თავისუფალი პიროვნება, ჩამოყალიბდეს ძლიერ საგანმანათლებლო-კვლევით ცენ­ტ­­­რად და მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს ეროვნულ და საერთაშორისო საგანმანათ­ლ­ე­­ბლო სივრცეში.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევრო­პუ­ლი უნ­ივერ­ს­ი­­ტეტების დიდი ქარტიის ფუნდამენტური პრინციპების ერთგულია, მისი უმთავრესი ღირებულებებია: ჰუმანიზ­მი, ღიაობა, ანგარიშვალდებულება, პიროვნული პოტენციალის სრულყოფილი რეალიზებისთვის ხელშეწყობა, ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული სამეცნიერო კვლე­ვების, სწა­ვლ­ე­ბისა და მართვის პროცესის დინამიკური განვითარება.

Anchor 7
bottom of page