შესახებ
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამჟამად არსებული სახით რამდენიმე ორგანიზაციის შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა: ა.წერეთლისა და ნიკო მუსხელიშვილის ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტები გაერთიანდნენ 2006 წელს, ხოლო 2010 წელს მას შეუერთდა სოხუმის სუბტროპიკული უნივერსიტეტი. აწსუ განათლების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია რეგიონში, რომელიც მსურველებს სთავაზობს ბაკალავრის, მაგისტრის და დოქტორის აკადემიერ ხარისხს უნივერსიტეტის ცხრა ფაკულტეტზე:
-
ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
-
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
-
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი;
-
პედაგოგიური ფაკულტეტი
-
სამედიცინო ფაკულტეტი;
-
საინჟინრო ტექნიკური ფაკულტეტი;
-
საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტი;
-
აგრარული ფაკულტეტი;
-
საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტი.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის მრავალდარგოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აკადემიურ და პროფესიულ პროგრამებს და ეწევა აქტიურ კვლევით საქმიანობას.
უნივერსიტეტი, ეფუძნება რა ფაზისისა და გელათის აკადემიების ტრადიციებს, „უნივერსიტეტების დიდი ქარტიის“ პრინციპებსა და უმაღლესი განათლების ეროვნულ და ევროპულ სტანდარტებს, ისწრაფვის უზრუნველყოს მაღალი ხარისხის განათლება და კვლევითი საქმიანობა, ხელი შეუწყოს სტუდენტების პიროვნულ განვითარებას, აღზარდოს პროფესიონალები და ლიდერები.
უნივერსიტეტი აცნობიერებს საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობას და მიზნად ისახავს, თავისი საქმიანობით წვლილი შეიტანოს ქალაქის, რეგიონისა და მთლიანად ქვეყნის განვითარებაში. ამ მიზნით იგი უზრუნველყოფს მთელი ცხოვრების მანძილზე უწყვეტი განათლების პროგრამებისა და სერვისების მიწოდებას, ახალი ცოდნის შექმნა-გავრცელებასა და სხვადასხვა დაინტერესებულ პირთან ერთად ჩართულია საზოგადოებრივი პოლიტიკის ფორმირების პროცესში.