top of page

პარტნიორი 9: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი

National Center for Teacher Professional Development.png

შესახებ

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ფუნქციონირებს 2008 წლიდან როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ექვემდებარება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ ორგანიზაციას და სახელმწიფოს კონტროლით და ძირითადად სახელმწიფო ბიუჯეტით დამოუკიდებლად ახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ საქმიანობას.

ცენტრის მიზანია სკოლაში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა მასწავლებლის პროფესიული ცოდნისა და საქმიანობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების გზით; პროფესიაში კვალიფიციური და პროფესიონალი კადრების მოზიდვა; ახალბედა მასწავლებლებისთვის უსაფრთხო და პოზიტიური გარემოს შექმნა და მათი პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მისიაა მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების პირობების შექმნა. ამისათვის ცენტრი წარმართავს მასწავლებლის პროფესიული განვითარების პოლიტიკის შემუშავების მონაწილეობით პროცესს, უზრუნველყოფს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების შემუშავება-დანერგვას, ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამებს და ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიული საქმიანობისა და განვითარების ღია სისტემის დამკვიდრებას.

ცენტრი მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებსა და მეთელ სასკოლო საზოგადოებას სთავაზობს პროფესიული განვითარების მრავალფეროვან შესაძლებლობებს, როგორიც არის ტრენინგები, ეროვნული კონფერენციები, საგანმანათლებლო რესურსები და სხვა.

Anchor 9
bottom of page